რას ამბობენ ვარსკვლავები და ვინ არიან ზოდიაქოთი თბილისის მერობის კანდიდატები

Image

ნიკა მელია ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი გახლავთ. თუმცა, საკუთარი ნიშნის ე.წ. "ატიპურ" წარმომადგენლებს მიეკუთვნება, იმიტომ რომ მის ხასიათში დომინირებს თხის რქის, ქალწულისა და ზოგადად მიწის სტიქიის დიდი გავლენა.

 

 

შესაბამისად, ამ ადამიანს საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. იგი ცივი გონებით, წინდახედულობითა და გარკვეული მერკანტილურობითაც იქნება გამორჩეული. გარდა ამისა, მას ძალიან სწყალობენ მაღალჩინოსნები. შესაბამისად, ცხოვრების მანილზე ხშირად შეუძლია იქონიოს გავლენიანი მფარველებისა და პროტეჟეების იმედი.

 

დავით ნარმანია – ზოდიაქოს ნიშნით თევზები გახლავთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია.

 

მის ხასიათში ძლიერადაა გამოკვეთილი ასევე კირჩხიბის ზოდიაქოს გავლენა; რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანში დიდი დოზითაა ტრადიციულობა, საკუთარი ფესვების, სიძველეებისა და ისტორიის სიყვარული.

 

იგი თანამგრძნობი, ინტუიტიური ტიპია. კარგად ესმის სხვების გასაჭირი და შეუძლია ნებისმიერის დარდი გულთან საკუთარივით ახლოს მიიტანოს. არის ძალიან ჰუმანური და კეთილშობილი ადამიანი.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე – ზოდიაქოს ნიშნით სასწორია. ასევე საკუთარი ნიშნის ერთობ ატიპური წარმომადგენელი. მის ხასიათში გამოკვეთილად ფიგურირებს თხის რქის, ლომისა და ვერძის გავლენა. რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერობის მოყვარულ, საკმაოდ ამბიციურ ადამიანთან გვაქვს საქმე.

 

თუმცა, მისი ამბიციები საკმაოდ ჯანსაღი და რეალობასთან მორგებულია ძირითად შემთხვევაში. მისთვის მიმდინარე წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია ზოგადად ცხოვრებაში. თუმცა, თუკი არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს, ეს ხელს არ შეუშლის იმაში, რომ იყოს ლიდერი ზოგადად ცხოვრებაში.

 

 

 

http://www.astrologi.ge/siakhleebi/152-/2994-vin-sheidzleba-iyos-thbilisis-meri-kandidatebis-astrologiuri-reviu.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !