როგორ ასახიერებდნენ სექსის სცენებს 10-12 წლის ბიჭები თბილისის ერთ-ერთ უბანში

Image

ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ორი ბიჭის დედაა და თბილისის ერთ-ერთ  დიდ დასახლებაში ცხოვრობს, mshoblebi.ge-ს იმ საგანგაშო ინცინდენტის შესახებ უამბო, რომელიც მან საკუთარი თვალით იხილა მისი კორპუსის წინ მდებარე ავტოფარეხებს მიღმა.



„ორმა ბიჭმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი მათგანი ალბათ 10-ის, მეორე კი 12 წლის იქნებოდა... უფროსმა პატარა ჯერ ზემოდან დაისვა, მერე დააწვინა და ზემოდან დააჯდა, რამდენჯერმე გაიმეორეს ეს სცენა, მივხვდი, სექსს ასახიერებდნენ. უფროსი უფრო აქტიურობდა, როგორც ჩანს, მას ჰქონდა ნანახი მსგავსი სცენები.

 

მერე ვიღაცამ დაუყვირა და გაიქცნენ, თუმცა შორს არ წასულან, უბრალოდ, სხვა ადგილი მოძებნეს და იგივე განაგრძეს. გამწარებული ჩავედი ეზოში... იქვე მჯდომ გამყიდველ ქალებს მოვუყევი, რაც დავინახე. მათგან გავიგე, თურმე იმ ბავშვების დედები მუშაობენ და დილიდან საღამომდე ბავშვები ქუჩაში არიან გამოსული.

 

რას აკეთებენ და სად დადიან, პატრონმაც არ იცისო, ასე მითხრეს. დღემდე ვერ გამოვსულვარ შოკიდან, მას მერე ჩემს შვილს ეზოში მარტო ვეღარ ვუშვებ,“ - აღნიშნა ქალბატონმა.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოზარდებზე პორნოგრაფიულმა კონტენტმა,  ერთ-ერთი პორნოჟურნალის ყოფილი რედაქტორის, მარტინ დობრინის კვლევა  ნათლად ასახავს.

 

მარტინ დობრინმა მკითხველთა აუდიტიაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ განაცხადა, რომ პორნოგრაფიამ მოზარდების მთელ თაობას დაუნგრია ცხოვრება. დობრინი ყველა მშობელს მოუწოდებს,  აკონტროლონ შვილების თავისუფალი დრო და დაიცვან ბავშვები პორნოგრაფიის საშინელი გავლენისგან.

 

დობრინი შოკირებული დარჩა ნორმალურ ოჯახებში აღზრდილი 14-15 წლის მოზარდების გამოკითხვით, რადგან ამ ბავშვებმა პორნო-ტერმინოლოგიის საოცარი ცოდნა გამოავლინეს. „ეს ბავშვები გაწონასწორებულნი, ჭკვიანები და აზრიანები იყვნენ. სკოლაშიც კარგად სწავლობდნენ და სპორტშიც მიღწევები ჰქონდათ. წესიერ ოჯახებშიც იზრდებოდნენ.

ყველაზე საშინელი ისაა, რომ მათ მიერ პორნოფილმებში ნანახმა ქალის კონტენტმა სამუდამო დაღი დაასვა ამ ბიჭების წარმოდგენას გოგონების შესახებ. ბიჭები იმედგაცრუებას და გაუცხოებას განიცდიდნენ თანატოლ გოგონებთან ურთიერთობისას, რადგან მათი გელფრენდების სხეული ფილმებში ნანახ პორნო-ვარსკვლავთა სხეულებს არ ჰგავდა. შედეგად მათ სქესობრივ კავშირსა და პარტნიორულ ურთიერთობებზე დამახინჯებული წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ", - აცხადებს დობრინი.

 

 

 

 

http://mshoblebi.ge/kaleidoskopi/238-qpatara-bitcebi-seqss-asakhierebdnenq-morigi-sagangasho-shemthkhveva-thbilisis-gareubanshi.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !