
ინფორმაციამ ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობის შესახებ მთელი საქართველო შეძრა. მისმა მეგობრებმა მომღერლის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის თანხის შესაგროვებლად ტელემარათონი გამართეს. იქიდან შემოსული თანხით კი ეკა კვალიაშვილი სამკურნალოდ საფრანგეთში უნდა გამგზავრებელიყო.
მართალია, მომღერალმა მკურნალობის კურსი ჩაიტარა, მაგრამ როგორც ირკვევა მარათონიდან შესული თანხა ადრესატამდე ჯერაც არ მისულა.
ამის შესახებ ეკას შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ბევრი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის. ასევე გაგიმხელთ „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს.
უფ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არ იცით. ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული რომ აქვს და ტლიკინებს, მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე.
მხოლოდ საქართველოში: ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახვრები. ფუი, სამარცხვინოებო.....“, - წერს ნუკა კვალიაშვილი.
http://www.reitingi.ge/top-news/2277-nuka-kvaliashvili-dedis-avamyofobaze-skandaluri-ganckhadebis-gakethebas-apirebs.html?lang=ka-GE