მამა პეტრე: ,,საქართველოს პატრიარქს ასე ადვილად ვერ გადააყენებენ!“

Image

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია მამა ელიზბარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ,  დამსახურებულ პენსიაზე გაუშვებენ.

 

მამა პეტრეს თქმით, ელიზბარ დეკანოიძე ყოფილი დიაკვანია, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერეს.

 

„მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა, რადგან არავის აქვს პატრიარქის გადაყენების უფლება ორი მიზეზის გარეშე:  პირველი, ის თავისი ნებით უნდა გადადგეს  და, მეორე, გარდაცვალების შემდეგ შეცვლიან. სხვას არავის აქვს უფლება პატრიარქი პენსიაზე გაუშვას და უფლება-მოვლეობა თავის თავზე აიღოს!!!

 

მართალია, 3 ივნისს დანიშნულია წმინდა სინოდის კრება, რომელსაც  წელიწადში 2-ჯერ იწვევენ ხოლმე - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. იქ ყველაზე ნაკლებად ამ თემაზე იქნება საუბარი...

 

ეს არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, შეუმჩნევლად არ მოხდება, რადგან პატრიარქი არის ის ადამიანი, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. მის მხრებზე ძევს ქართული სამოციქულო ეკლესიის პრობლემები და ამას მასავით ვერავინ გაართმევს თავს. მიუხედავად ყველაფრისა, იგი დგას მოწოდების სიმაღლეზე. მე მას კირიონისა თუ ამბროსი ხელაიას მსგავს კათალოკოსთა გვერდით ვაყენებ...

 

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, იმით განვსხვავდებით კათოლიკეებისგან, რომ ადამიანთა უცოდველობის ცნება არ გვწამს. პატრიარქს შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ არც ეწინააღმდეგებიან...  

 

ვიღაც შეიძლება თვლის, რომ პატრიარქმა დაასრულა თავისი ეპოქა, უნდა გადადგეს და ტახტი სხვას დაუთმოს - ამაზე საუბრობენ კულუარებში, მაგრამ საჯაროდ, მით უფრო, წმინდა სინოდში, მიუხედავად აზრთა უთანხმოებისა, ის ყველას უყვარს. ჩვენ ვცხოვრობთ  იმ პერიოდში, სადაც ილია მეორემ  შექმნა ეპოქა!

 

... ასე არ ხდება პატრიარქის გადაყენება, ეს ბილწი ადამიანის მიერ წამოთქმული სიტყვებია!

 

ჩვენ ზედმეტად ლიბერალი ან  ფანატიკოსი ერი ვართ, პატრიარქი კი ამ ორ თვისებას აბალანსებს - ის ერის სულიერი მამაა, რომელსაც საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან საუბარი შეუძლია. მუსიკოსთან  მუსიკოსია, პოეტთან - პოეტი, მეცნიერთან -  მეცნიერი... ეკლესიიდან განდევნილი მსახურებიც კი მეგობრობენ მასთან. მე, როგორც ერთმა უბრალო ქართველმა, შემიძლია ვთქვა, რომ გამიჭირდება დავასახელო მისებრ ღირსეული, თუმცა ვერც იმას  ვიტყვი, რომ წმინდა სინოდში არ მოიძებნებოდეს ღირსეული საპატრიარქო კანდიდატი.

 

... გარე და ბნელი ძალები ძალიან ცდილობენ და ქმედით ნაბჯებსაც დგამენ ქართული ეკლესიის დასარღვევად. ცდილობენ, ისე მართონ ეკლესია, როგორც თანამედროვე საბერძნეთში მართავენ. მაგრამ ისევე ურღვევია ჩვენი ეკლესია, როგორც კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

 

...გაიხსენეთ, საეკლესიო კრებას დავით აღმაშენებელი ეწრებოდა ხოლმე, რათა გაეთავისუფლებინა ის ავაზაკებისაგან. სახელმწიფო დღეს ცდილობს, ჩაერიოს საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგება. წმინდა სინოდი  აბსოლუტურად დამოუკიდებელია პოლიტიკისგან.

 

მრევლმა იცის, რომ ხსნა ეკლესიაშია და ბნელი ძალების მოქმედება ვერ დაარღვევს მრევლის წინაშე ეკლესიის მდგრადობას. რაც მეტად ეცდებიან  ეკლესიის რეპუტაციის შებღალვას, მით უფრო ძლიერდება და მტკიცდება ის. გაიხსენეთ, როდის იყო ეკლესია ყველაზდ ძლიერი? მაშინ, როცა ყველაზე მეტად იდევნებოდა ქრისტიანობა და ეწამებოდნენ ქრისტესთვის,“ - აღნიშნა მამა პეტრე კვარაცხელიამ.                                                       

                                      

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !