26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების სრული პროგრამა

Image

საქართველოს კულტურის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საბოლოო პროგრამას აქვეყნებს. სამინისტროს განცხადებით, 26 მაისი წელს განსაკუთრებულად აღინიშნება.

 

 



12 ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს ერთიანი სცენარით აღნიშნავს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები მოაწყობენ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას; პირველი გიმნაზიის წინ "ყვავილების ზეიმის" ღონისძიება გაიმართება, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე ივლიან პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრების მსახიობები. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები მოეწყობა.

 


რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან საინფორმაციო და გასართობი კუთხით. კულტურის სამინისტროს კარვებში მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა. რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ოსტატები მასტერკლასებს ჩაუტარებენ (თიხის ხელით ამოყვანა, ქარგვა, ბატიკა და ა.შ.).
დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება ორი მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათების შუალედში წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. 

 


ამავე სცენებზე მოეწყობა 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.
15:00 საათზე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფიცის მიღების ცერემონიალი:

 

1. იროკეზების გადაფრენა;

 

2. წვევამდელების შემოსვლა თავისუფლების მოედანზე და განლაგება სტუმართა ტრიბუნის წინ;

 

3. სახელმწიფო ჰიმნი;

 

4. ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა;

 

5. ფიცის დადების ცერემონია (190 წვევამდელი);

 

6. დროშების ფლეშმობი სამხედრო ორკესტრის თანხლებით;

 

7. კონკურსის "ჩემი ჯარისკაცი" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. 

 


18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალა კონცერტი გაიმართა. 21:00 საათზე სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს შესრულდება ჰიმნი და 12-ვე ქალაქში ერთდოულად გაისვრიან სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ფოიერვერკებს. 

 

თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებებში 11 ქალაქია ჩართული: ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, მცხეთა, თელავი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი და ბათუმი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !