-
2014-05-25 07:11
„ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე მთვარობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის მიერ 2013 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
ინფორმაცია მის მიერვე წარმოადგენილ დეკლარაციას ეფუძნება, საიდანაც ირკვევა, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს 2013 წელს 95 700 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში თითქმის 8 000 ლარია.
„გარდა ამისა, იგივე თადუმაძეს აქვს წილი 2 კომპანიაში: „კს მზევინარ ანსიანის ლოია კლაბი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405022354) და „კს შალვა თადუმაძე და ბი-ელ-ფი კონსალტინგი“ (205255016),
არც ერთი კომპანია არ არის დეკლარირებული დეკლარაციაში, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-14 და მე-15 მუხლების დარღვევევაა. მას ეს წილები არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა დეკლარირებული.
2012 წლის ბოლოს შევსებული დეკლარაციით „კს შალვა თადუმაძე“ და „ბი-ელ-ფი კონსალტინგი“-დან შემოსავალმა შეადგინა 18 000 ლარი.
2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი ამ თანხამ 80 000 ლარი შეადგინა. ეს ციფრი იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ თადუმაძის მეუღლეს დივიდენდის 50% ეკუთვნის, ანუ კომპანიამ 2013 წელს 160 000 ლარი დივიდენდებად გაანაწილა.
ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, ამ მოგების მქონე საწარმოს ბრუნვა მინიმუმ 500 000 - 700 000 ლარი უნდა ყოფილიყო. ლოგიკა მარტივი და ახსნადია - ჩინოსნის სახელისა თუ მდგომარეობის გამოყენებით კლიენტების მოზიდვა.
სხვა ადვოკატებთან შედარებით საქმეების უფრო კარგად და იოლად მოგვარება ან უფრო უარესი: თვით სამართალდამცავთა მიერ ამ კომპანიაში კლიენტების "გაგზავნა" - ასეთი სქემები სააკაშვილის დროს მუშაობდა და როგორც ჩანს მხოლოდ ადვოკატების ჩანაცვლება მოხდა.
ამ მონაცემების ნახვა შეგიძლიათ რეესტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდებზე: www.reestri.gov.ge; www.declaration.ge „ - აღნიშნულია „ფეისბუქში“.