სამი ფილმი სამყაროს აღსასრულზე, რომელიც კორონავირუსს დაგავიწყებთ
2012 (2009 წელი)
დოქტორ ადრიან ჰელმსლი საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზის აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს “კიდობნების” მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს.
მე – რობოტი (2004 წელი)
მოვლენები ვითარდება 2035 წელს. ტექნოფობი პოლიციელი თვითმკვლელობას იძიებს. მას ეჭვი აქვს, რომ ამ მკვლელობაში რობოტის ხელი ურევია. გამოძიება პოლიციელს შემზარავ აღმოჩენამდე მიიყვანს: შესაძლოა სულ მალე მთელი კაცობრიობა გაანადგურონ რობოტებმა.
დღე ხვალის შემდეგ (2004 წელი)
გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ -იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა…