
დავით ზალკალიანმა უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ავიარეისების განრიგი დაასახელა.დავით ზალკალიანის თქმით, დაგეგმილ რეისებს კიდევ დაემატა ორი ახალი მიმართულება.
„როგორც უკვე საზოგადოებას ვაუწყეთ, უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგნაირი, 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებულია და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ახალი მიმართულება, ეს გახლავთ 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი. ყოველდღიურად საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრებს და პრემიერ-მინისტრს ვუყვები ამ პროცესის შესახებ და ვიღებ შესაბამის მითითებებს. დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24 აპრილს და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმათულებით და ასევე თბილისი-ვარშავას მიმართულებით. ფრენები განხორციელდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება ორი დღით ადრე და ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.