
პლაზმით მკურნალობაზე მუშაობს ჩვენი კლინიკური მართვის ჯგუფი, ბატონ ტენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით პლაზმით მკურნალობაზე მუშაობის პროცესში ჩართული არიან მეცნიერები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც იყოს გამოყენებული.
„ჩართულია სამეცნიერო პოტენციალი, რაც კი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი მუდმივ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაშიც იქნას გამოყენებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.