
ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ონლაინ მომსახურებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გავმართავთ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.