
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი კიდეც სამმა პაციენტმა დაამარცხა, რომლებიც კლინიკას დღეს დატოვებენ.
კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 მოქალაქე რჩება.