
უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვვეყნებში- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს იქნება ათეული, მაგრამ არა ასეულები და ათასეულები. მან ახალ შემთხვევებზეც ისაუბრა.
„მე რამდენადაც ვიცი ამ შემთხვევებზე კონტაქტები დადგენილია, ტარდება შესაბამისი კვლევა. ასე რომ, მარნეულის სცენარის გამეორება აქ არაა მოსალოდნელი“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.