
ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ლარიჯანი იზოლაციაში იმყოფება.
2 აპრილის მონაცემებით, ირანში კორონავირუსს 3 160 ადამიანი ემსხვერპლა, 50 468 კი ინფიცირებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.