-
2020-03-25 20:11
დღეს ჩამოვიდა სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა. სწრაფი ტესტებით ვირუსზე პასუხის დრო 6-ის ნაცვლად საათნახევრამდე მცირდება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა ტესტი ჩატანილია მარნეულში და სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას.
„ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს. ჩვენი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ ინტენსიურად, უკვე დასქრინულია 35 000 მოქალაქე, ეს არის დაახლოებით 8 000-მდე ოჯახი. მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამომავლოდაც ასეთი მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა გაგრძელდება,კვირის ბოლოსთვის ჩვენ დამატებით 3000 ტესტს ველოდებით, შემდეგ კი 5000-ს. საერთო ჯამში, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელსაც საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვიტანთ“-განაცხადა ტიკარაძემ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38