
ცნობილია, რომ ზედმეტი შაქრის მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს. ცხადია, ზომიერად ტკბილეულის მიღება დასაშვებია, თუმცა მასზე დამოკიდებულება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ადამიანთა დიდი ნაწილი შაქრიან საკვებზე დამოკიდებულებიც კი არიან. 10 დღის მანძილზე, მოერიდეთ ყველანაირ სასმელსა და საჭმელს, რომელიც შეიცავს შაქარს. თუ ორი- სამი დღის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილები და უზომო სურვილი შაქრისადმი, მაშინ თქვენ შაქარზე დამოკიდებული ხართ!-გვეუბნებიან ექეიმები.
კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მოხმარება კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებებს იწვევს. ამის შესახებ კვლევა ალბერტას უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თაგვებს ძირითადად შაქრით კვებავდნენ. შედეგად, ცხოველებს ნაწლავის ქსოვილები დაუზიანდათ.
როგორც გაირკვა, შაქარმა პათოგენური ბაქტერიების განვითარება გაააქტიურა.
შაქარი აუცილებელია ორგანიზმისათვის და უარს ვერ ვიტყვით. თუმცა არჩევანი ბუნებრივი შაქრის ფორმაზე უნდა გავაკეთოთ – ხილი, ბოსტნეული, ჩირი, თაფლი, თხილეული, რომლებიც ორგანიზმს არ ავნებენ. რა საკვირველია ზომიერება აქაც უნდა დავიცვათ.