
“კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სამი შემთხვევა ახალი კლასტერი არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძემ “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა ასაკობრივ კატეგორიებზეც ისაუბა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, საშუალო ასაკი 37 წელია, ხოლო ყველაზე უმცროსი პაციენტი მხოლოდ 2 წლის არის.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.