
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მასშტაბით 19 618 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 435 366-ს მიაღწია.
რთული ვითარება ისევ იტალიაშია, სადაც ვირუსით 6 820 ადამიანი გარდაიცავალა, 69 176 კი ინფიცირებულია.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით ჩინეთს, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილზე იყო, ესპანეთმა გაუსწრო, იქ ვირუსმა, ბოლო მონაცემებით, 3 434 ადამიანი იმსხვერპლა, 47 610 კი დაინფიცირდა.
რაც შეეხება ჩინეთს, მსხვერპლთა რიცხვი 3 281-ს აღწევს, 81 218 ადამიანი კი დაინფიცირებულია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.