
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია. რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთრში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.