-
2020-03-25 14:39
სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.
"დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი", - განაცხადა იმნაძემ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა