-
2020-03-25 14:12
სინგაპურის ლაბორატორია NanoBio-მ შექმნა კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი, რომელიც დადებით, ან უარყოფით პასუხს 5-10 წუთის განმავლობაში აფიქსირებს.
როგორც სინგაპურულ გაზეთ The Straits Times-ში წერია, მას შემდეგ, რაც გამოგონებას დაადასტურებენ, ეს იქნება ყველაზე სწრაფი ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად. ლაბორატორიაში სჯერათ, რომ ნებართვას მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებენ და ამის შემდეგ ტესტებს საავადმყოფოებში გამოიყენებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
წყარო: იმედინიუსი