"ეს არის უსირცხვილო, ნაძირალა ადამიანი"-ეკა კვესიტაძე შალვა რამიშვილზე

Image

 “ფეიქ” ამბავი მოძრაობა “სირცხვილიას” წევრ, ნოდარ რუხაძის წინააღმდეგ და თენგიზ ცერცვაძის კომენტარი, შალვა რამიშვილის გადაცემაში - აღნიშნულ საკითხს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, გამოეხმაურა.

 

კვესიტაძემ შალვა რამიშვილი გააკრიტიკა და მას ხელისუფლების ბინძური პროპაგანდისტი უწოდა. მან თენგიზ ცერცვაძესაც მიმართა და განაცხადა, რომ იგი მწარედ მოატყუეს.„მინდა ჩემი აღშფოთება გაგიზიაროთ, ეს ეხება post v-ს ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემა.ეს არის უსირცხვილო ნაძირალა ადამიანი. მისი და კოკა ყანდიაშვილის ბოტები , იცლიან ამ მძიმე ვითარებაში და სხვადასხვა ყალბ ციტატებს მიაწერენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ამ სიტუაციაში ჯერ გიგა ბოკერიას მიაწერეს ციტატა ამირან გამყრელიძეზე, თითქოს მან ცუდად მოიხსენია ეს ადამიანი, ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილს და ამ საქმეში გარიერ ახალგაზრდები მოძრაობიდან „სირცხვილია“ . ერთ-ერთი ასეთი იყო ნოდარ რუხაძე, რომელსაც მიაწერეს ასეთი ფრაზა, რომ კორონავირუსი თ მხოლოდ მოხუცები დაიღუპებიან და, რომ ეს არ არის პრობლემა. ეს ფრაზა გამოაქვეყნა გვერდმა „სირცხვილიას კორიდორი „ ეს არის ყალბი გვერდი და დიდი ალბათობით მის უკან დგანან რამიშვილი და კოკა ყანდიაშვილი.

დღეს , მოხდა ასეთი რამ. ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ბატონი თენგის ცერცვაძე, გახლდათ გადაცემაში და ასეთი ციტატა გამოიყენა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები ამბობენ საშინელ რაღაცებსო „ამ ახალგაზრდამ დაწერა ის, რომ კორონავირუსი არ არის ცუდი მოვლენა, ის თაობათა ცვლას შეუწყობს ხელსო“ .

ბატონო თენგიზ, მინდა გითხრათ, რომ თქვენც მწარედ მოგატყუეს, იმიტომ რომ მსგავსი რამ ნოდარ რუხაძეს არ უთქვამს , პირიქით მან დაწერა სტატუსი, რომ მოხუცი ბებია ჰყავს და იმდენად უფრთხილდება მის ჯანმრთელობას, რომ სახლიდან უიშვიათეს შემთხვევაში გამოდის. ვწუხვარ, რომ ამ სიყალბემ თქვენამდე მოაღწია და თქვენ ეს დაიჯერეთ, მაგრამ ჩვენი მძიმე კრიტიკის ობიექტი თქვენ არ ხართ . ძალიან უჭირთ ადამიანებს ყალბი გვერდებისა და ნამდვილი ამბების გარჩევა, ეს არის ძალიან მძიმე რეალობა დღეს საქართველოში და ეს რეალობა შექმნა ხელისუფლებამ მისმიერ დაფინანსებული ბოტების ქარხნით. ეს არის სრულიად ამაზრზენი, როდესაც ჩვენი ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას, ბიძინა ივანიშვილი არის ბუჩქებში დამალული. მას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ ადამიანები დაამშვიდოს, მაგრამ მოიცალა იმისათვის, რომ ხეები გადაზიდოს და იქ მომუშავე ადამიანებს არანაირი ეკიპირება არ ჰქონდეს.

იმას, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს ამგვარი დეზინფორმაციის საშუალებით, არის დანაშაული. მე წარმომიდგენია რუხაძის მისამართით რამდენი წერილი. გარეთ რომ გამოვიდოდეს რამდენი ადამიანი გაუსწორდებოდა მას ფიზიკურად. ამიტომ ძალიან გთხოვთ პატივცემულ ადამიანებს ფრთხილად იყავით, როდესაც ამგვარ ინფორმაციას ავრცელებთ თქვე შეიძლება გახდეთ მიზეზი ადამიანის სოციალური სიკვდილი.

ძალიან მძიმეა რაც მოვისმინეთ , ეს წარმოაჩენს იმ ხელისუფლების და ამ ხალხის სახეს, განსაკუთრებით კი შალვა რამიშვილის სახეს, რომელიც ამ ხელისუფლების ბინძური პრობაკანდისტიაა და ძალიან სამწუხაროდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მის გადაცემას ძალიან ხშირად სტუმრობენ“ - აღნიშნა კვსიტაძე

 

 

ვიდეო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !