-
2020-03-24 22:03
თბილისის დროით სამ საათზე, „ეგეოსის ავიახაზების“ საჰაერო ხომალდით, ათენი საქართველოს 150-მა მოქალაქემ დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანის საქმეში მთავარი წვლილი საკონსულომ შეიტანა.
თბილისი-ათენი-თბილისის რეისის 150-ვე მგზავრს კარანტინში განათავსებენ. მათთვის უკვე მზადაა სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული უკლებლივ ყველა მგზავრისთვის ორკვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. 10 აპრილამდე ევროპის მიმართულებით კიდევ ოთხი რეისია ჩანიშნული.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა.კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა