-
2020-03-24 21:07
თავდაცვის ძალები მარნეულის და ბოლნისის შემოვლითი გზების პატრულირებას ახორციელებენ,ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით თავდაცვის ძალების 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. სამხედროების მიერ დარღვევის ფაქტის აღკვეთა დაუყოვნებლივ ხდება.
მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.