-
2020-03-24 20:56
ხალხმა უკეთესი საპასუხო რეაქცია გამოავლინა, ვიდრე ველოდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„ხალხმა უკეთესი საპასუხო რეაქცია გამოავლინა, ვიდრე შეიძლება რომ ყოფილიყო. ჩემთვის რომ რამდენიმე თვის წინ გეკითხათ, გაცილებით ცუდ პროგნოზს დავდებდი საზოგადოების რეაქციის მხრივ. საზოგადოება იცავს წესებს, იცავს ერთმეტრიან დისტანციას, მარკეტში არ კიდებს ხელს ყველა პროდუქტს, მანქანების რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა. არსებობს სტიგმა თვითიზოლაციის დამრღვევებზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა.კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა .