
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების შემდეგ არხის შემოსავალი
10 778 866 ლარით შემცირდა. შემოსავლების კლება კომუნიკაციების კომისიის მიერ გასაჯაროებულ
მონაცემებში კარგად ჩანს.
თუკი 2018 წლის ბოლო ორ კვარტალში არხის შემოსავალი 19 651 689 ლარი იყო 2019 წლის ბოლო
ორ კვარტალში ეს თანხა 8 872 823 ლარამდე დაეცა. სწორედ გასული წლის მეორე კვარტალში (18 ივნისს)
შეიცვალა არხის მფლობელი.
თუ მონაცემებს დავადარებთ, არხზე შემოსავლებმა განსაკუთრებით წლის ბოლო კვარტალში იკლო.
2018 წლის მეოთხე კვარტალში ეს თანხა 13 338 355 ლარი იყო, 2019 წლის ბოლოს კი 62 პროცენტით ნაკლები —
5 009 224 ლარი.
რუსთავი 2-ის წილების ცვლილების გამო არხის დატოვება მოუწია რამდენიმე ათეულ თანამშრომელს. არხის
დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი არხი — მთავარი არხი დააფუძნა, რომლის შემოსავალიც დაფუძნებიდან
რამდენიმე თვეში, 2019 წლის მეოთხე კვარტალში 2 426 619 ლარი იყო.
აღნიშნულ ინფორმაციას "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გავარმია, სოციალურ ქსელში სიტყვებით
"და მე მიჭერენ არასაკმარის შემოსავალზე" გამოეხმაურა .