
"პარტია ქართული ოცნება მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანხმდეთ ყველაზე მისაღებ
საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის", —დაწერა კალაძემ ტვიტერზე.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ კი ტვიტერის პოსტზე კომენტარი დაუწერა და აღნიშნა,
რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავ ციხეში არიან.
"ოპოზიციის ლიდერები კვლავ ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ კი აღძრულია საქმეები და ჩვენ არ მოგვისმენია
წინადადება, რომელიც საქართველოს პროპორციულ სისტემას (ან მასთან მიახლოებულს) მოუტანს. ქართული ოცნება
ისევ იმ აზრზეა, რომ 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართოს ქვეყანა. ჩანს, რამდენად გულწრფელია შეთავაზება", — წერს კაპანაძე.