-
2019-12-21 11:21
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ექიმის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
შეხვედრის დროს პრემიერი ოჯახის წევრებს გახარია საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიურდებას დაპირდა.
„შევხვდით პრემიერმინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს და ზურაბ აბაშიძეს. მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება საერთაშორისო ჩართულობა. რადგან ეს არის ბერკეტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი სათქმელი ის იყო, რომ მამა რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეს,“-აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წყარო:imedinews.ge