
ლენი კრავიცი 2020 წლის მსოფლიო ტურნეს საქართველოდან დაიწყებს.
31 მაისს, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება.
„Here to Love“ - ლენი კრავიცის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მომღერალი მსმენელს შთამბეჭდავ შოუს პირდება.
საღამოზე მომღერლის ყველაზე ცნობილ ჰიტებთან ერთად, ახალი სიმღერებიც შესრულდება.