
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაც პარლამენტში დიასპორის წარდგენას ეხებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
თალაკვაძის განმარტებით, იგი დიასპორის პარლამენტში წარდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან დიასპორის საკითხთა კომიტეტში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საჭიროებები.
„ჩემი აზრით, პარლამენტში დღესაც არიან ადამიანები, ვინც დიასპორის საკითხზე მუშაობენ. ძალიან კარგად აქვთ წარმოდგენა და კარგად იცნობენ დიასპორის საჭიროებებს და პრობლემებს. თუმცა, კონკრეტულად იმ ნიშნით, რომ მაინცდამაინც დიასპორის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში, ასეთ რამეს საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც იყოს ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი და ეს უნდა მოხდეს არჩევნების და დემოკრატიული მექანიზმების გზით. ბუნებრივია, არის მაღალი ალბათობა, რომ მომავალშიც ადამიანები, რომლებსაც დიასპორის საკითხებზე აქვს სიღრმისეული წარმოდგენა, იქნებიან პარლამენტში. არაფერი არ არის წარმოუდგენელი" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ