
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტისთვის ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.
ბესელიას მთავარი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე დაწყებული შერჩევის პროცესის შეჩერება და მოსამართლეთა არჩევის ახალი სტანდარტის შემოღებაა.
დამოუკიდებელი დეპუტატის ახალი კანონპროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღარ ექნება მოსამართლეობის კანდიდატთა სიის დაკომპლექტების უფლება.
„ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდეს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების საშუალება იმიტომ, რომ დაწუნებული და ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად დაიწყებს საბჭო დარჩენილი კანდიდატებიდან ახალი კანდიდატების წარმოდგენას, რომელიც ისევ იქნება მათი პირადი ინტერესებით შერჩეული ამიტომ, საჭიროა, დაუყოვნებლივ კანონში ცვლილების შეტანა და ამ ცვლილების პროექტს მე შემდეგ კვირას წარვადგენ. გარდა ამისა, პარლამენტს მივმართავ, რომ ის რეზოლუცია, რომელიც უკვე დღის წესრიგშია, კლანური მმართველობის შესახებ და ისახავს კონკრეტულ გეგმას, კენჭი უყაროს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე, უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. კენჭისყრაზეა შეჩერებული იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი და ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რითიც საბჭოს აღარ ექნება შესაძლებლობა კვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტრილების მიღების.“ - განაცხადა ბესელიამ.