
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს.
მან ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ 14 მოსამართლის დამტკიცების შემდეგ მიიღო.
„ქართულ ოცნებას" ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. "კლანმა" გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე "ქართული ოცნების" უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ. რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ - მეტი. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი." - განაცხადა ეკა ბესელიამ