-
2019-07-05 08:39
ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააკავეს.
როგორც დაკავებულის დეიდა ნუკა არველაძე აცხადებს, საფულის მფლობელმა ირანელმა თქვა, რომ საფულეში
ფული ჰქონდა, რაც დაბრუნდების მერე იქ ვეღარ იპოვა, ეს კი პროკურატურისთვის დაკავების მიზეზი აღმოჩნდა.
"გავარკვიე, რომ პროკურატურა თავს იმართლებს და აპელურებს იმაზე, რომ ადრე ნასამართლევი იყო , მერე რა რომ მტკიცებულება არ არსებობს!!! მერე რა - ადამიანად არ ჩათვალეს!!!
◾არსებობს ბედისწერა, ის მოხვდა ცუდ წრეში და სამწუხაროდ პირველად მას ბრალი არასრულწლოვანს დადეს და თავის დანაშაულზე აგო პასუხი, და არც მქონია პრეტენზია სამართალდამცავებთან.
ყოველ ჯერზე ის აშავებდა ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა პირობითი სასჯელით ან საპროცესო შეთანხმებით სრულდებოდა მისი დასჯა რადგან თავად მოსამართლეები თვლიდნენ ასე საჭიროდ.
◾თავად, ძალიან განიცდიდა ამას. არც ერთხელ ხმა არ ამომიღია რადგან ვთვლო თუ დააშავა უნდა აგოს პასუხი!!!
◾მას ახლა ყავს მცირეწლოვანი შვილი და მთელი ცხოვრება მის აღზრდაზე აქვს მიძღვნილი. ახლა როცა დაწყნარდა და ლაგდებოდა და ნაპოვნი ნივთი პატიოსნად მიიტანა ის დააპატიმრეს.
◾მას არაფერი დაუშავებია და მუხლი რაც ახლა შეუფარდეა 6 დან 10 წლამდეა.
◾და ვინც ნასამართლევია ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არ არიან? თუ უნდა გადავაგდოთ?"
რაც შეეხება ირანელის ჩვენებას ის ამბიობს, რომ საფულეში 1000 დოლარამდე ჰქონდა.
"ჯერ ვერ იხსენებს სად დაკარგა, მერე იწყებს 1000 დოალრი და ამთავრებს 1300-მდეო და 40 ლარი მქონდაო.
მერე ამავე ჩვენებაში ამბობს, რომ საფულე იქვე დავდე და დამრჩაო. რადგან ფული ჯიბიდან ამოვიღეო – ანუ
რეალურად იქვე ამბობს, ჯიბეში მედო ფულიო."-წერს დაკავებულის დეიდა, ნუკა არველაძე.