
კრემლი რუს არტისტებს საქართველოში გასტროლებისგან თავის შეკავებას თხოვს-აღნიშნული განცხადება
პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ჩვენ ვერ მოვისმინეთ საქართველოს წარმომადგენლებისგან იმ ადამიანების ქმედებების დაგმობა, რომლებიც
პარლამენტში შეჭრას და სხვა ქვეყნის დეპუტატებზე თავდასხმას ცდილობდნენ. ამიტომ, არტისტებს, რომლებსაც
საქართველოში გასტროლები აქვთ დაგეგმილი, საკუთარ უსაფრთხოებაზე დაფიქრება მართებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.