-
2017-06-29 01:30
პირველი ივლისიდან მკაცრდება საგზაო მოძრაობის კონტროლი. ამოქმედდება 100-ქულიანი სისტემა, რომელსაც ყოველი დარღვევის დროს სხვადასხვა რაოდენობის ქულა ჩამოაკლდება.
მაგალითად, პოლიციის, სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანის შეფერხება ან ქვეითისთვის გზის არდათმობა 10 ქულის ჩამოკლებას გამოიწვევს, დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტით - მინუს 15-20 ქულას. მსუბუქ ავარიაზე 40 ქულა ჩამოგაკლდებათ, ხოლო ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო ზოლზე მოძრაობა 30 ქულის დაკარგვას გამოიწვევს.
იმოძრავებს ასევე უკონტაქტო პატრული, თუმცა, ამ ტიპის პატრულის მოძრაობის ზონა სპეციალური ნიშნით იქნება მითითებული. ავტომობილს, საიდანაც, დარღვევის შემთხვევაში, ვიდეოს გადაგიღებენ, ვერ ამოიცნობთ, ვიდეოჯარიმა კი მისამართზე მოგივათ.
ჩაუბარებლობის შემთხვევაში ვიდეო შსს-ს საიტზე აიტვირთება და ავტომატურად ჩაითვლება ჩაბარებულად. ქულების სისტემა ვიდეოკამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზე არ ვრცელდება.
განულების შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. ცვლილებები 1 ივლისიდან ამოქმედდება.