-
2017-06-26 21:42
არქიმანდრიტ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, დეკანოზის მონახულება პროცედურებთან არის დაკავშირებული. სასულიერო პირის განმარტებით, ზუსტი პასუხი, მოინახულებენ თუ არა მამა გიორგი მამალაძეს, მას ხვალ დილით ექნება.
„დილით, 11:00 საათზე მეცოდინება, შევალთ თუ არა დეკანოზთან. შეთანხმება უნდა მოხდეს. როდესაც სასჯელაღსრულების მკაცრ დაწესებულებაში შედის მოძღვარი წინასწარ უნდა ვაცნობოთ დეპარტამენტს და დეპარტამენტიდან უნდა მოვიდეს პასუხი“, - განმარტავს არქიმანდრიტი კახაბერ გოგოტიშვილი.
სასულიერო პირი აცხადებს, რომ შეხვედრას ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები არ დაესწრებიან, რადგან მამა გიორგი მამალაძეს შესაძლოა, აღსარების ჩაბარება სურდეს.
„ადვოკატებთან ერთად არ შევალთ. იქნებ, დეკანოზს აღსარების თქმა უნდა. ადვოკატები ხომ არ მოისმენენ. ზიარების საკითხი არც განიხილება“, - ამბობს არქიმანდრიტი კახაბერ გოგოტიშვილი.