-
2017-06-22 14:34
შპს „ვეტფარმი“ აწარმოებს ჰელმინთების საწინააღმდეგო ვეტერინარულ პრეპარატ „დარიშხანმჟავა თუთიას“, რომელიც გამოიყენება ცხვრებისა და თხების დაავადებების - მონიენოზის, ტიზანეზიოზის, ავიტელინოზის და ასკარიდოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატი რეგისტრირებულია და უკვე გამოიყენება საქართველოსა და საზღვარგარეთის ოთხ ქვეყანაში.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრეპარატი უნიკალურია ჰელმინთების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
ჰელმინთებით დაავადების პრობლემა ფრიად აქტუალურია სხვა შინაურ ცხოველებშიც , მაგ. ძაღლებსა და კატებში, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან პარაზიტების უმრავლესობა გადამდებია ადამიანებისათვის;
პრობლემა აქტუალურია იმ სავალალო რეალობიდან გამომდინარე, რომ თბილისსა და მის შემოგარენში უმეთვალყურეო (უპატრონო) ძაღლების რაოდენობა ძალიან დიდია, ამ დაავადებების წინააღმდეგ ღონისძიებები არ ტარდება სხდასხვა მიზეზთა გამო, რის გამოც გარემო სისტემურად ბინძურდება და საშიში ხდება როგორც ადამიანებისათვის, ისე სხვა ჯანმრთელი შინაური ცხოველებისათვის.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ვეტფარმმა“ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს შეუკვეთა და დააფინანსა პრეპარატ „დარიშხანმჟავა თუთიის“ ძაღლებისა და კატების ჰელმინთური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების შესაძლებლობის გამოკვლევები;
კვლევები ჩაატარა აგროუნის სავეტერინარო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითმა პერსონალმა პროფესორ თენგიზ ყურაშვილის ხელმძღვანელობით.
მიმდინარე წლის 23 ივნისს 12 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში (საკონფერენციო დარბაზი #6, 1-ლი სართული) შპს „ვეტფარმი“ აგროუნის კვლევით ჯგუფთან ერთად აწყობს სავეტერინარო ფარმაკოლოგიის ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევითი შედეგების პრეზენტაციას.
გარდა ამისა, შპს „ვეტფარმი“ აქტიურ საქმიანობას ეწევა სავეტერინარო ფარმაკოლოგიის ახალ, თანამედროვე მიმართულებათა განვითარების კუთხით;
კერძოდ, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაცია „НПО «Иновационные кдеточные технологии»-თანთანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა ღეროვანი უჯრედების ბაზაზე დამზადებული პრეპარატის სასინჯი გამოცდის ჩატარება ცხოველთა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ და ტრავმების სამკურნალოდ მისი გამოყენების ეფექტურობის დადგენისათვის; მიღებული პირველადი პოზიტიური შედეგები იძლევა სერიოზულ საფუძველს ამ მიმართულებით კვლევების გაფართოებისათვის.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შუალედური შედეგებიც.
პრეზენტაციაზე მოწვეულ იქნებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, ქ. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის, ცხოველთა და გარემოს დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.