ოლივერ სტოუნის ფილმ "პუტინში" გამოყენებულ საქართველოს რუკაზე ტერიტორიები ჩამოჭრილია

Image

ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმში „პუტინი“ საქართველოს რუკა დამახინჯებულად არის გამოყენებული. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს ინფორმაციას.

 

რუკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია შესული. ფილმში გრაფიკული გამოსახულება რამდენჯერმე ჩნდება, ერთ-ერთ კადრში სახელმწიფოების დასახელებებს შორის აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთიც არის.

 

„საზოგადოებრივი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ ფაქტზე ჯერ ინფორმაცია არ გააჩნიათ და დეტალების გარკვევას შეეცდებიან.

 

რუსეთის პრეზიდენტზე ფილმს ოლივერ სტოუნი 2 წლის განმავლობაში იღებდა. ამერიკელმა რეჟისორმა ვლადიმერ პუტინთან 10 ინტერვიუ ჩაწერა. ფილმის პრემიერა 12 ივნისს გაიმართა და ის 4 ნაწილისგან შედგება.

 

სტოუნის მორიგი ნამუშევარი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ რეჟისორი ცდილობს პუტინი პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

„პუტინზე ძალიან ბევრს უთქვამს ცუდი. მას შეურაცხყოფენ და ცუდად ექცევიან. უსამართლოდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ პრესასა და მედიაში, თუმცა ის არ ბრაზდება ამაზე", - თქვა ერთერთ სატელევიზიო შოუში მიწვეულმა სტოუნმა.

რედაქტორის რჩევით

გვარამია გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია რუსეთმა და ივანიშვილმა

2019-07-18 15:30
ნიკა გვარამია გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე...

ივანიშვილს მიაქვს საქართველო და ახლა რუსთავი 2, საგანგებო სიტუაციაა - სააკაშვილი მობილიზებას აცხადებს (ვიდეო)

2019-07-18 15:21
 ყოფილი პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

2019-07-18 14:17
გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი...

რას ჰყვება 20 ივნისის ღამეს დაშავებული კომიდან გამოსვლის შემდეგ

2019-07-18 09:50
20 ივნისის საპროტესტო აქციის ღამეს დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ დარბევის...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2178
0.0071
100
RUB
 - 
4.5670
0.0141
1
USD
 - 
2.8687
0.0079

გუშინ:

ჰიტები:750 უნიკალური:564

მიმდინარე:

ჰიტები:487 უნიკალური:370