კონგოელ ამბოხებულთა ლიდერი: თქვენი მოქალაქე 13 ან 14 მაისს დაიღუპა(ვიდეო)

Image

კონგოელ ამბოხებულთა ლიდერი"იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს, კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა.

 

ორგანიზაცია "23 მარტის" ლიდერი ამბობს, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, რადგან ტერორისტები ან კრიმინალური დაჯგუფება არ არიან.

 

მისივე თქმით, თითქმის გადაწყვეტილი იყო სოსო ოსორაულის გადაცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, რომ კონგოს სახელისუფლო ძალებმა შტურმი დაიწყეს და ამბოხებულთა ექვს მებრძოლთან ერთად, ქართველი მფრინავიც დაიღუპა:

 

"ჩვენ არ ვართ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფულს ითხოვს მოქალაქის გასათავისუფლებლად. მოლაპარაკებებში თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ხაზგასმით განვმარტეთ, რომ ჩვენ ფულს არ ვითხოვდით.

 

ერთადერთი, რასაც ვითხოვდით თქვენი ხელისუფლებისგან იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც წაიყვანდნენ თქვენს მოქალაქეს, არ მიეცათ მისთვის კონგოში კონგოელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოსვლის უფლება", - განაცხადა იმედის კვირასთან ინტერვიუში ბერტრან ბისიმვამ.

 

"თქვენი მოქალაქე 2017 წლის 13 ან 14 მაისს დაიღუპა. კონგოს სამთავრობო ჯარი თავს მოულოდნელად დაგვესხა. ჩვენ თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის უნდა გადაგვეცა.

 

ამ დროს კონგოს ხელისუფლებამ განახორციელა ეს ოპერაცია, რა დროსაც თქვენი მოქალაქე დაიღუპა. ამ შეტაკებისას ჩვენი 6 მებრძოლიც დაიღუპა, რომლებიც თქვენი მოქალაქის უსაფრთხოებას იცავდნენ", - აცხადებს ამბოხებულთა ლიდერი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ფსიქიატრიულიდან გამოწერის შემდეგ ბრიტნი სპირსმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა

2019-04-24 15:49
ბრიტნი სპირსი რამდენიმე დღის წინ ფსიქიატრიული საავადმყოფიდან შინ დაბრუნდა.

დღეს რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა

2019-04-24 13:22
ქართველი მწერალის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის , რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა.

"ჩემი საყვარელი დიზაინერი დემნა გვასალიაა"-თამთა გოდუაძე

2019-04-24 12:56
თამთა გოდუაძე ევროვიზია 2019-ზე კვიპროსის სახელით გამოდის.

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმს გადაიღებენ

2019-04-24 12:37
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმის გადაღება დაიწყო.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0246
0.0113
100
RUB
 - 
4.2125
0.0236
1
USD
 - 
2.6984
0.0003

გუშინ:

ჰიტები:378 უნიკალური:301

მიმდინარე:

ჰიტები:49 უნიკალური:42