ჭორვილიდან თბილისში დაბრუნებისას, საჩხერესთან, მეგი გოცირიძის მანქანა ალყაში მოაქციეს

Image

ორგანიზაცია "დედები შვილების დასაცავად" ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გასამართად და ადგილობრივებისთვის თავიანთი გაზეთების გადასაცემად ჭორვილაში ჩავიდნენ, უკანა გზაზე, საჩხერეში კი მათი მანქანა რამდენიმე ათეულმა აგრესიულმა მოქალაქემ ალყაში მოაქცია და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

 

"ომედია" ავრცელებს აქციის ერთ-ერთი მონაწილის მარინა გეგიძის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ მათ საჩხერეში აგრესიული ხალხის მასა დაახვედრეს, რომლებიც მუშტებს ურტყამდნენ მანქანას, ირინა ცააძეს კი მობილური ტელეფონი წაართვეს, რომლის დაბრუნება მოგვიანებით მოახერხა:

 

"ეს აგრესიული ბრბო მუშტებს ურტყამდა მანქანას, გვემუქრებოდა, მეგი გოცირიძეს ააცალეს, ფაქტობრივად მოჰპარეს მანქანის გასაღები, რის გამოც ვერ ვიძროდით ადგილიდან, მერე დავრეკეთ პოლიციაში, რომელიც მოვიდა, მაგრამ ხალხს ვერ აწყნარებდა და ჩვენ გვთხოვდა, წადით აქედანო, მაგრამ ჩვენ ვერ მივდიოდით, რადგან გასაღები არ გვქონდა.

 

პოლიცია, ფაქტობრივად, გვერდიდან არ გვშორდებოდა, ბოლოს გვთხოვეს, კიდევ ერთხელ გაჩხრიკეთ მანქანა, იქნებ აქაა გასაღები სადმეო და ჩვენც, ხელახლა როცა დავიწყეთ ძებნა, გასაღები ვიპოვეთ საბარგულსა და უკანა სავარძელს შორის, ანუ, ისევ უკან შემოაგდეს... ახლა პოლიციაში ვართ, დაკითხვაზე", - თქვა "ოლმედიასთან" საუბარში მარინა გეგიძემ.

 

"გვიყვიროდნენ, რატომ დააწყეთ ბიძინას სახლთან ყვავილების გვირგვინი და სტაფილოო, რა იცოდნენ ბაზარში ჩვენ ბიძინას სახლთან რა დავაწყეთ, თუ ეს არ იყო სპეციალურად მობილოზებული ხალხის მასა? " - ამბობს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი ირინა ცააძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და თითქოსდა ამ ინფორმაციაზე ბიძინა ივანიშვილის კომენტარის გავრცელების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ჭორვილაში იმყოფებოდა და თავს კარგად გრძნობდა, "დედები შვილების დასაცავად" ორგანიზაციის წევრებმა აქცია დაანონსეს.

 

ისინი ჭორვილაში იმყოფებოდნენ და ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს, სადაც ყვავილების გვირგვინი და სტაფილო მიიტანეს. ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა.

 

კონფლიქტური სიტუაცია მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც აქციის მონაწილეები უკან, თბილისისკენ ბრუნდებოდნენ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !