ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრი გიორგი ქებურია დაკავების დეტალებს იხსენებს. განცხადება ქებურიამ "რუსთავი2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
ქებურია დეტალურად გაიხსენა კლიპის გავრცელების შემდგომ განვითარებული მოვლენები. მისი განცხადებით, კლიპის დამფინანსებელ კომპანიას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და მისი ინტერნეტსივრციდან აღება მოსთხოვეს, თუმცა მათ ვიდეორგოლში მხოლოდ სამართალდამცველის როლის შემსრულებელი დაფარეს.
ქებურია ჰყვება, რომ ის მანქანიდან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა 2-მა ადამიანმა ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოიყვანა. მისივე თქმით, სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სჯობდა მას არ ემღერა.
„კისერზე მომკიდეს ხელი, გამაკავეს და მივყავდი თავისი მანქანისკენ, არ უთქვამთ ვინ იყვნენ. როცა ვუსვამდი შეკითხვებს, არავის პასუხი არ გაუცია,“ - განაცხადა გიორგი ქებურიამ.