
თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი იმ საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
წყარო: რუსთავი2