
მარტვილის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი შალვა (რეზო) ნაჭყებია გარდაიცვალა დღეს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ავარიის დროს ასევე, ექვსი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანანა შეეჯახა. შალვა ნაჭყებიამ მრავლობითი მოტეხილობა და დახურული ტრავმები მიიღო, ის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ოეპრაციის დაწყების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დასავებულებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, რამდენიმეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.