ტრაგედია მარტვილში: დაღუპული 17 წლის ბიჭი და მყვინთავი

Image

 

 

 

მარტვილში, მდინარე აბაშის კანიონთან ტრაგედია დატრიალდა. მდინარეში ხიდიდან გადამხტარი 17 წლის მიხო ბერიშვილის ცხედარი უკვე იპოვეს, ხოლო მისი სამაშველო ოპერაციის დროს გაუჩინარებული პროფესიონალი სპალეოლოგისა და მყვინთავის ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს კოკისპირული წვიმა, ჩქარი დინება და ამღვრეული წყალი ართულებს. 

 

"აფხაზეთის ხმისთვის" ტრაგედიის დეტალები გახდა ცნობილი: მიხო ბერიშვილი სხვა ბავშვებთან ერთად მდინარეში ბანაობდა. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები ძალიან ხშირად დადიან და ხიდიდან წყალში ხტებიან ხოლმე. იქვეა წისქვილი და მცირე ჩანჩქერი, რაც მდინარეში ბანაობას მოზარდებისთვის ექსტრიმის ელემენტებსაც სძენს. ბავშვებთან ერთად მიხო ბერიშვილის ძმაც იმყოფებოდა. 

 

მორიგი გადახტომის შემდეგ მიხო ბერიშვილი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, მაგრამ სავარაუდოდ, გადახტომის დროს ფსკერს თავი ან სხეულის სხვა ნაწილი დაარტყა, რის გამოც, ამოტივტივების შემდეგ, დინებას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და წყალმა ჩანჩქერისკენ წაიღო. ამ სურათს მისი ძმაც ადევნებდა თვალს. როცა ბავშვებმა მიხო ბერიშვილი თვალთახედვის არედან დაკარგეს, ამის შესახებ უფროსებს შეატყობინეს, რის შემდეგაც ადგილზე ჯერ ადგილობრივი, ხოლო შემდეგ რეგიონალური მასშტაბით მაშველები გავიდნენ.

 

სწორედ ამ რეგიონალურ მაშველთა ნაკადში, საგანგებო თხოვნით იყო ჩართული გუჯა ჯამრიშვილი, მისი მეწყვილე კი ვაჟიშვილი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ელგუჯა ჯამრიშვილმა რამდენჯერმე ჩაყვინთა წყალში, ხოლო ერთ-ერთი ჩაყვინთვის შემდეგ თოკი მოეშვა და ზედაპირზე აკვალანგი ამოტივტივდა. ამის შემდეგ მყვინთავი არავის უნახავს. 

 

17 წლის მიხო ბერიშვილის ცხედარი დღეს დინების მიერ გამორიყული, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ნახევარ კმ-ში იპოვეს, თუმცა, მყვინთავის ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი. 

 

ამ ადგილას ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ექსტრემალური სიტუაცია იქმნება. შარშან ზაფხულში ექსკუსიაზე მყოფი თანაკლასელები სწორედ აქ ჩარჩნენ წყალდიდობის დროს, როცა ნავებით სეირნობდნენ. მაშინ ერთი ნავი და მაშველი წყალმა წაიღო, მაგრამ მან მოშორებით, დამოუკიდებლად მოახერხა ნაპირზე გასვლა, ხოლო ბავშვები უვნებლად გამოიყვანეს. 

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !