-
2016-07-05 13:36
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო შეკითხვა ერთნაირი სქესის წყვილთა ქორწინების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" იტყობინება.
ცესკოს ცნობით, 4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა სარეფერენდუმოდ წარდგენილი შეკითხვა: „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?”.
შეკითხვა წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა ზურაბ თოლორაიას, გიორგი ყორღანაშვილის, კახა ნიქაბაძის, ბადრი კვირიკაშვილის, პეტრე გოგოსაშვილის, თეიმურაზ ცისკარიშვილის, დავით კუჭავას შემადგენლობით.
ცესკოს განმარტებით, შეკითხვას რეგიტრაცია გააუუქმდა იმიტომ, რომ საინციატივო ჯგუფმა ვერ წარმოადგინა საჭირო 200 ათასი ხელმოწერა ერთი თვის ვადაში, რათა ცეკოს შემდეგ განეხილა ეს საკითხი და ასევე განსახილველად გადაეცა საქართველოს პრეზიდენტისთვის.
ცესკომ აღნიშნული შეკითხვა 2016 წლის 29 მარტს დაარეგისტრირა. საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა ერთი თვე, რათა ხელმოწერები ცესკოში წარედგინა.