-
2016-07-01 03:01
ამ წუთებში რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში წყალდიდობაა და ქარიშხალი მძვინვარებს - ქალაქს სტიქია დაატყდა თავს, გამორთულია ელექტროენერგია ქალაქის ნაწილში, დადასტურდა ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ფაქტი, მოწმდება კიდევ რამდენიმე ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.
მოქალაქეების ნაწილი სახლებამდე მისვლასაც ვერ ახერხებს, ქუჩებში ნიაღვარი მოედინება, წყლის დონე ზოგან მსუბუქი მანქანების სიმაღლეზე მეტია, ათეულობით მანქანა წყალმა წაიღო. ვიდეოპორტალებზე წყალდიდობის ამსახველი კადრები ვრცელდება, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ცოტა ხნის წინ წვიმა შეწყდა, რაც მაშველებს სამუშაოების ჩატარებას გაუიოლებს, თუმცა, ქალაქში ძლიერი ქარია და არც წვიმის განმეორებაა გამორიცხული.