
პოპ-კულტურის, კრეატიული ხელოვნებისა და დიზაინის წამყვანმა ფრანგულმა საერთაშორისო მედია-საშუალება Fubiz-მა თბილისში არსებულ საგამოფენო და მუსიკის დარბაზს „ახალი აბსტრაქტული კულტურული კომპლექსი“ უწოდა.
იტალიური არქიტექტურული კომპანია Fuksas-ის დაპროექტებულ შენობას ფრანგული გამოცემა შემდეგნაირად აღწერს: "ორი მილი საერთო დარბაზს აერთიანებს, მეტალისგან შემდგარი გარსი კი სინათლეს ირეკლავს, თუმცა აბსტრაქტული ფორმების მქონე შენობის ჭეშმარიტი საიდუმლო მის შიგნითაა - დღის სინათლე რომბის ფორმის ჩრდილებს ქმნის ჩამუქებული ფანჯრებიდან და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მათ ფორმებს გაწელვით უცვლის".