-
2016-06-29 23:57
შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა 2017 წელს ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გახდეს. არაღიარებული ქვეყნების პირველი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი შარშან, უნგრეთში ჩატარდა.
უნგრეთში შარშან ჩატარებულ კონიფას ჩემპიონატზე ვერც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ვერც აფხაზეთის ნაკრებნი გუნდები ვერ მოხვდნენ, რადგან უნგრეთმა ქვეყანაში შესასვლელი ვიზა მათ არ მისცა. ამჟამად კი თვითგამოცხადებული პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ზასეევი ამბობს, რომ შესაბამისი დაფინანსების მოპოვების შემხვევაში, ევროჩემპიონატის ჩატარება სამხრეთ ოსეთში სრულიად რეალურია.
"ამისთვის, მინიმუმ, იორი სტადიონია საჭირო, რაც ცხინვალში გვაქვს", - განაცხადა ზასეევმა და დაამატა, რომ კონიფას წარმომადგენლებს უკვე გააცნეს სამხრეთ ოსეთის მოთხოვნა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრები 2014 წლიდანაა კონიფას წევრი, სადაც ის შვეიცარიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა და, საბოლოო ჯამში, მეოთხე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, წელს მსოფლიო ჩემპიონატი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩარტარდა და მასპინძელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.