
საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი ბიზნესმენებისგან ოფიციალური წერილით ითხოვს დახმარებას "ეროვნულ საქმეში". ასეთ საქმედ წერილში ადამიანებისთვის ოჯახის შექმნის საქმეში ხელისშეწყობა სახელდება.
"ეროვნულ საქმეში მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების" თხოვნით 8 აპრილს შედგენილი, ფონდის პრეზიდენტის დავით ხიზანიშვილის მიერ ხელმოწერილი წერილი კომპანიებმა ელექტრონული ფოსტით დღეს მიიღეს.