-
2016-04-17 03:09
ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე წააქცია, ზოგი კი ძირფესვიანად მოგლიჯა. წერეთლის გამზირზე ქარისგან წაქცეული ხე მანქანას სწორედ მაშინ დაეცა, როცა იქედან მძღოლი გადმოვიდა.
მანქანის იმ ნაწილს, რომელიც ხის დაცემის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა, მამაკაცი რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა. მამაკაცი უვნებლად გადარჩა.

კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერამ გადაიღო ვიდეოპორტალ "იუთუბზე" ხატია სულაბერიძემ განატავსა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26