
მოგეხსენებათ, 12 აპრილი არის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით 18:00 საათზე გაიმართება აქცია პუშკინის სკვერში (თავისუფლების მოედანთან). აქციის მიზანია კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ამ თემატიკაზე.
აქცია გაგრძელდება 40-60 წუთს, მოეწყობა ფოტოგამოფენა, იქნება თემატური ბანერები, ასევე ცხელი ხაზის ნომერი (15 05), დაიდგმება პერფორმანსი ბავშვების შესრულებით.
აქციას დაესწრებიან სოციალური სფეროს მუშაკები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
აქციის ორგანიზატორი: იანა არტიომოვა